საქართველოს პრეზიდენტი მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა ისევ აქვს, პრზიდენტი დადებითად პასუხობს. მისი თქმით, რუსეთი საქართელოზე კიბერშეტევებს, ჰიბრიდულ ომს და ეკონომიკურ ზეწოლას ისევ ახორციელებს.
,,ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს,, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა