შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი – რობინ დანიგანი

Published:

ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები.

„პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობს: „ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველად იმათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ვიყოთ სტაბილურები და იყოს კეთილდღეობა“ – ამ ციტატით, პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, ჩვენი პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და მან, სწორედ ეს მთხოვა, როცა აქ, საქართველოში ჩამოვედი, გაგვეღრმავებინა უკვე არსებული ჩვენი კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად, ნამდვილად, კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული, ჩვენი რწმენა, რომ გვაქვს ამის ნება, ამის თავისუფლება, გვაქვს მზაობა და ამიტომ შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, გავაღრმაო ეს ურთიერთობები და პარტნიორობა.

რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული. ეს არ არის მხოლოდ ციფრებით ასახული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც ამ პარტნიორობით შეიცვალა და ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი, ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, რომელიც მომზადებული იყო შეერთებული შტატების მიერ, ბევრი პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ მათი ცხოვრება შეცვალა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელი შეუწყო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 1600 ქართველი არის ბენეფიციარი, მათ აშშ-ში სამხედრო განათლებით ისარგებლეს. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი“,- განაცხადა დანიგანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img