ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Published:

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით,ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა.

ცნობისთვის, შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img