წულუკიანს სასამართლო პროცესი ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

Published:

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მაია პატარიძემ ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას, კულტურის სამინისტროსა და თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.- ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება.

მათი თქმით, “ეს უკვე მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img