23 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივი წერილით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების განხილვას სთხოვს

Published:

23 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტ მეცოლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ერთობლივი წერილით მიმართავს.

სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის პირველი პირები ითხოვენ, ჯონსონმა განსახილველად წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის 60 მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშია და პროცედურული წესების მიხედვით, ჯონსონს აქვს უფლებამოსილება, კონგრესის ქვედა პალატაში წარადგინოს ის.

წერილის ინიციატორი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკია.

“ჩვენ, პარლამენტების სპიკერები, მოვუწოდებთ სპიკერ ჯონსონს ხელი შეუწყოს ამერიკის კონგრესის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების დამტკიცებას, რომლითაც აშშ უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო სახსრებს მისცემს…

ყველა ბოროტება უნდა დამარცხდეს და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, რაც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კონფლიქტების თავიდან აცილებისთვის და ჩვენ ხალხს დაუბრუნებს უსაფრთხოების გრძნობას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი პირადი ხელმძღვანელობით, კონგრესი გამოავლენს ისტორიულ ორპარტიულ ერთობას უკრაინის მხარდასაჭერად…

უკრაინას დახმარება სჭირდება!
უკრაინას იარაღი სჭირდება!
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! “. ნათქვამია წერილში, რომელზეც ხელმოწერის გაკეთება ამ დრომდე შეუძლია ყველა ქვეყანას, ვისაც სურვილი აქვს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img