უკრაინელებმა რუსებს ორლოვკადან უკან დაახევინეს

Published:

უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები ავდიივკას დასავლეთით, სოფელ ორლოვკადან უკან დახიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ქვედანაყოფები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა და დაეპყროთ დასახლებები: ტონენკე, ორლოვკა, სემენივკა, ბერდიჩი და კრასნოჰორივკა.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს აქტიურ შეტევას ფრონტის ხაზის ბევრ რაიონში. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ავდიივკასა და ზაპოროჟიეს სექტორებში. ცალკეული მეთაურის მხრიდან გამოვლინდა გარკვეული არასწორი გათვლები სიტუაციის კონტროლისა და მტრის შეფასებისას, რაც პირდაპირ აისახა თავდაცვის სტაბილურობაზე გარკვეული მიმართულებებით. მივიღე ყველა ზომა ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად, საბრძოლო მასალისა და დამატებითი რესურსების გამოყოფით, ასევე საჭირო რეზერვებით“- განმარტა სირსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img