აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებობს შეშფოთება, რომ ისრაელი, შესაძლოა, ლიბანში შეიჭრას – CNN

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის არსებობს შეშფოთება, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო შეჭრას გეგმავს. – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, შესაძლოა ოპერაცია გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყოს, თუ დიპლომატიური ძალისხმევით „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრიდან უკან არ დაიხევს.

CNN-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ბაიდენის ადმინისტრაციაში საკმარისად მწვავეა შეშფოთება, რომ შეჭრის პერსპექტივა ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირების სადაზვერვო დოკუმენტებში მოხვდა.

„ვმოქმედებთ იმ ვარაუდით, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია უახლოეს თვეებში განხორციელდება. შესაძლოა, ამ გაზაფხულის ბოლოს. ისრაელის სამხედრო ოპერაცია მკაფიო შესაძლებლობაა“, – განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img