“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია… არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანნა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერის შესახებაცაა საუბარი.
როგორც ირკვევა, რეზოლუციაში ჩასწორებები სწორედ მისი მოთხოვნით შეიტანეს და ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას.
ასევე, ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში ცვლილებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც შევიდა.
“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო ჩემი ორი ცვლილება საქართველოს მხარდასაჭერად.”, – წერს ანნა ფოტიგა.