2023 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობა შეეცადა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ აღნიშნულია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში“.
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ევრაზიის რეგიონს ეხება, აღნიშნულია, რომ რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს და საზოგადოებას შესთავაზეს, ან მიიღეს კანონები, რომლებიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ აცხადებენ.
„2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა შეეცადა, მიეღო უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ოპონენტების მასიური საჯარო დემონსტრაციების შემდეგ, კანონპროექტის ანულირება მოხდა, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კანონმდებლობა შესაძლოა ხელახლა წარადგინონ საჯარო კონსულტაციის შემდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.