21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

Published:

პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.

გენერალაური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img