რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა -ვლადიმერ პუტინი

Published:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვაში ისაუბრა და განმარტა, რომ ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან.

პუტინის განმარტებით, რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ რა არის ომი.

„მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება.

მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე.

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუვლიათ რთული გამოცდილება, მათ უკვე დაავიწყდათ რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი, ასეთი რთული განსაცდელი გამოვიარეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დროს, ახლა, კონფლიქტის კონტექსტში, უკრაინაშიც იგივე ხდება. მათ ჰგონიათ, რომ მათთვის ეს ყველაფერი ერთგვარი მულტფილმია“, – განაცხადა პუტინმა

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img