21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

Published:

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, გოგონას 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შეგახსენებთ, ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცხედარი ლილოს დასახლებაში, ორმოში იპოვეს. გოგონას ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული, ჭრილობები კი ყელისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულს მიაჩნდა, რომ გარდაცვლილი მისი საკუთრება იყო და მისი სურვილები უნდა შეესრულებინა.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია სამივე ნაწილში, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მომეტებულად საშიშროება ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე – მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

მიაჩნდა, რომ ქეთევან ჯავახიშვილი იყო მისი საკუთრება, რასაც მოისურვებდა ის უნდა გაეკეთებინა. პირველადი მონაცემებით, მას მიყენებული აქვს 50-ზე მეტი ჭრილობა, რომელთაგან უმრავლესობა არის შემავალი ხასიათისა და სიცოცხლისთვის მძიმე ხარისხის”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img