ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში

Published:

,,მე მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში,,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ევროპარლამენტში „ვიღაცები ცდილობენ“, რომ ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერის მაჩვენებელი ხელოვნურად დაწიონ.

„მე მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში. ეს პირველ რიგში, დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს მყარად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი. ამ შემთხვევაში შევატრიალებ მოწოდებას და ჩვენი მოწოდებაა – დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ. თუ ევროპარლამენტი არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი დახმარება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img