რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მე-8 სართულიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა. – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.