ირაკლი ღარიბაშვილი – მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი პროპაგანდა – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეცვალოთ

Published:

შეიცვალოთმთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.მისივე თქმით, „სწორი დაცვა სჭირდება საზოგადოებას, ბავშვებს და ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“.

„რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ერთის მხრივ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. გადახედეთ მთელ მსოფლიოში რა ხდება, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს და ეუბნებიან, ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ამიტომ, აუცილებელია და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე გუნდში მსჯელობა, საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, ჩვენი გუნდის სახელით გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ჩვენ ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუ გახსოვთ, მაშინ მე გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მოდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ, ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. სწორი დაცვა სჭირდება ჩვენ საზოგადოებას ბავშვებს და ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img