მდინარაძე – არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა

Published:

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ტყუილზე აგებული პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს.

„თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი არის მოდერნიზატორი რაღაც თანამედროვე ქართული პოზიტიური ისტორიის დამწერი, ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება მას არ მიიღებს და ყველას ვთხოვ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე ლობისტებს, რომლებიც ახერხებენ სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში, ყველამ გაითვალისწინოს, თუკი, ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, ესენი თავად არიან ვინც, მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ. საქართველომ და მისი საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის. ტყუილზე აგებული მისი პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს საქართველოში“, – განაცხადა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img