გიორგი კირთაძე – ნიკა მელიას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება

Published:

ნიკა მელიას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას პარტია ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება. ვიასპარეზებთ ნომერი 4-ით. იცით, რომ ნიკა მელია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელსაც ჰქონდა ნომერი და არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, გადაწყდა რომ ჩვენი ნომერი იქნება – 4.

ვინ იქნება ამ ნომრის ქვეშ გაერთიანებული და რა სახელით იქნება ცნობილი, უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება. ყველა პროდასავლურ პარტიასთან გვექნება თანამშრომლობა, სხვანაირად ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა შეუძლებელი იქნება”, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img