დღეს, პარლამენტთან, უკრაინელი აქტივისტების მდუმარე აქცია გაიმართება

Published:

5 მარტს, პარლამენტთან, უკრაინელი აქტივისტების მდუმარე აქცია “თბილისის პარლამენტი. მდუმარე აქცია.” გაიმართება. აქტივისტები რუსთაველზე 19:30 საათზე შეიკრიბებიან და აგრესორი რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დაღუპვას გააპროტესტებენ.

“05.03, 19:30 თბილისის პარლამენტი. მდუმარე აქცია. 2 მარტს ტერორისტულმა აქტმა კიდევ ხუთი პატარა ბავშვი წაგვართვა, ხუთი ბედი, რომელიც არასოდეს შესრულდება. ტიმოფეი მხოლოდ 4 თვის იყო. ლიზა 7 წლისაა, მარკი სამი წლის, ზლატა 8-ის, ხოლო სერგეი, რომლის ცხედარი პიჟამაში იპოვეს საბნის ქვეშ, 9 წლისაა. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იმ 523 ბავშვის ბედს, რომელთა სიცოცხლე რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმით წაართვა. ომმა იპოვა ისინი იქ, სადაც უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყვნენ, უყურონ მულტფილმებს, წუხდნენ იმაზე, თუ როგორი იქნებოდნენ ხვალ საბავშვო ბაღში ან სკოლაში და მშვიდად ეძინათ – სახლში. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო შეშფოთებულია ციხეში ერთი კაცის გარდაცვალების გამო და ათასობით რუსი გლოვობს იმ ადამიანის სიცოცხლეს, ვინც ზიზღით იგდებს უკრაინასაც და საქართველოსაც, ჩვენ ყოველდღე გული გვწყდება იმ ადამიანების გარდაცვალების შესახებ, ვინც არასოდეს გაიზრდება. მოდით, თუ შვილების დაკარგვა ისეთი რამ არის, რაზეც მზად არ ხართ თვალები დახუჭოთ და არ აპირებთ შეგუებას”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img