საქართველოს V ლუქსემბურგის მატჩის წინ, დინამო არენაზე UFC-ის ქართველი ჩემპიონი ქამარს წარადგენს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მებრძოლმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის 1/2 ფინალური შეხვედრა საქართველოს და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება. აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ლა გაზზეტა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აზუსტებს და განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.