საქაერონავიგაცია – ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

Published:

ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას“, – ნათქვამია საქაერონავიგაციის ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img