ისლანდიის პრეზიდენტი – რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, ნებისმიერი ტიპის აგრესია დავგმოთ

Published:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს  ევროატლანტიკურ ალიანსში.

მან ხაზი გაუსვა, რომ ისლანდიაც და საქართველოც პატარა ქვეყნები არიან და აუცილებელია საერთაშორისო სამართლი იყოს პატივცემული და ძალა არ იყოს ის, რაც მსოფლიოში ყველაზე ღირებულია.

  • “როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ამ მხრივ სრულიად მხარს ვუჭერთ, ასევე მივესალმებით საქართველოს სურვილებს გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ. 
  • ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად, აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო სამართალი იყოს პატივცემული, რომ ძალა, არ იყოს ის, რაც ყველაზე ღირებულია დღევანდელ მსოფლიოში. ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას მხარდაჭერა, უკრაინელ ხალხს გაუწოდა დახმარების ხელი. ჩვენ მივიღეთ ხახლი, როგორც ვხვდები საქართველოშიც, უკრაინიდან დევნილი ხალხი, მივიღეთ ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი ტიპის აგრესია დავგმოთ”, – თქვა გუდნი იოჰანესონმა.

ისლანდიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მწვანე ენერგიის მიმართულებით შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, გარდა ამისა, მისი თქმით, ხვალ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ისლანდიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რის საფუძველზეც მოხდება ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით სასწავლო დაწესებულებებს შორის მიმოცვლის დაწყება, წახალისებული შეიძლება იყოს ტურიზმიც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img