500 ლარით დაჯარიმდა კაცი, რომელიც დედოფლისწყაროს ტყესთან ცეცხლს განზრახ აჩენდა

Published:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა.

უწყება ამბობს, რომ ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას.

“ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად – 500 ლარით დაჯარიმდა”, – წერია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img