META-ს სპიკერი, ენდი სტოუნი X-ზე სოციალური ქსელების გათიშვაზე წერს.
„ვიცით, რომ ადამიანებს ჩვენს სერვისებზე წვდომა უჭირთ. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“
შეგახსენებთ, რომ Facebook, Messenger და Instagram დაახლოებით 1 საათის წინ გაითიშა. სოციალური ქსელებით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.