ევროკავშირის მოთხოვნების საბოტაჟს ეწევით – სამადაშვილი “ოცნებას”

Published:

“ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტია ევროკავშირის დათქმების შესრულებასთან დაკავშირებით საბოტაჟში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ცესკოს შესახებ კანონის მიღებით ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, ოპოზიცის წევრი მიესალმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ცესკოს შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს. 

„საქართველო დღესაც, სამწუხაროდ, არის იმ ვითარებაში, როდესაც პირობებით მიიღო კანდიდატის სტატუსი, ოღონდ ეს პირობები იმის ნაცვლად, რომ დაჩქარებული წესით სრულდებოდეს “ქართული ოცნების” მიერ, მორიგ ჯერზე არის დაწყებული საბოტაჟის პროცესი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების. ამ კოტექსტში მე მინდა, რომ მივესალმო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ვეტოს სახით და ვეტო დაადებს იმ ცვლილებებს, რომლითაც თქვენ, ფაქტობრივად, ცდილობთ, რომ წახვიდეთ ევროკავშირის მოთხოვნების წინააღმდეგ, – ამბობს სამადაშვილი“. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img