თბილისში მყოფი ისლანდიის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

Published:

სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისში მყოფი ისლანდიის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დილიდან შედგება საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. მოგვიანებით, გუდნი იოჰან-ესონი საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავს. დღესვე გაიმართება შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ისლანდიის დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. საპატიო სტუმრებს პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ისლანდიასა და საქართველოს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვს, ამიტომ შეხვედრებზე მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარება იქნება.

“მთავარი საკითხი იქნება ვაჭრობისა და ეკონომიის განვითარება იმიტომ, რომ პოლიტიკურად ჩვენ შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია. შესაბამისად, ახლა გვჭირდება უფრო მეტი ეკონომიკური კავშირები და უფრო მეტი ინვესტიციები ისლანდიის მხრიდან. მიმაჩნია, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტია და კიდევ უფრო მეტ საფუძველს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს განვითარებისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img