საქართველოს საფონფო ბირჟის თებერვლის ბრუნვამ 60.4 ათასი ლარი შეადგინა

Published:

თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 60,417 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 2,877 ლარი იყო.

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 8 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც “ლიბერთი ბანკს” და “საქართველოს ბანკს” უკავშირდებოდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img