თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი კლინიკაში იყო გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
ხვიჩია ამბობს, რომ გუშინ კონფლიქტი ღამის საათებში მოხდა, როცა “გირჩის” ოფისში უცნობი პირი შეიჭრა და პარტიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ეს ყველაფერი გამოწვეულია ქართული ოცნებისა და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამა მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატრაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხდა”, – ამბობს ხვიჩია.
ის აცხადებს, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და პოლიციისთვის არ მიუმართავს.