ლანდსბერგისი – თუ რუსეთის შეჩერება არ მოხდება, იგი ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს

Published:

თუ რუსეთის შეჩერება არ მოხდება, იგი ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, შეკავების გარეშე კრემლი არასტაბილურობის ზონის გაფართოებას და ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს.

„აუცილებელია ამ ომში გადამწყვეტი გამარჯვება“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი საერთაშორისო წესრიგის გამოწვევად იქცა და მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის ხანგრძლივი მხარდაჭერა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img