ქუთაისის მერმა თანაქალაქელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცაქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ თანაქალაქელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„ქალთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ, ძვირფასო ქალბატონებო! სიხარული, სიყვარული, სიკეთე იყოს მუდამ თქვენთან ! მშვიდობიან სამყაროში გეცხოვროთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.