8 მარტს პრეზიდენტმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

Published:

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:

ბაია პატარაია – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;

ანა არგანაშვილი – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

თამუნა მუსერიძე – განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;

ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი;ელისო ამირეჯიბი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img