კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა

Published:

 ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და „ნაპოლი“ საბა საზონოვის „ტორინოსთან“ საშინაო შეხვედრაში დააწინაურა.

სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელიას შესვენებამდე ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორივეჯერ „ტორინოს“ მეკარემ, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

61-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მიზანს მაინც მიაღწია – მარცხენა ფლანგზე შეტევა თავად წამოიწყო და მარიო რუის გაუგრძელა, რომლის გადაცემასაც ხვიჩა კარის წინ დახვდა და „ნაპოლი“ ეფექტური დარტყმით დააწინაურა. თუმცა სამ წუთში „ტორინომ“ ანტონიო სანაბრიას გოლით წონასწორობა აღადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img