ვანდალიზმი წალენჯიხაში – უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს საღებავი შეასხეს

Published:

ვანდალიზმის ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში –  დაუდგენელმა პირებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან “ქართული ოცნება” და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან. მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქციაც დააანონსა.

ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე იბრძვის. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img