რომის პაპი – უკრაინას უნდა ჰქონდეს “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა

Published:

  უკრაინას უნდა ჰქონდეს “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა, – ეს განცხადება რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პაპს კითხვა დაუსვეს სხვადასხვა მხარეთა შორის დებატებზე, რომლის ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ შეძლო რუსეთის შეჩერება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს აგრესორის ქცევის ლეგიტიმაციას ახდენს.

“ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე და აქვს მოლაპარაკების განხორციელების გამბედაობა. დღეს კი მოლაპარაკების განხორციელება შეგიძლიათ საერთაშორისო ძალების დახმარებით. ნუ შეგრცხვებათ მოლაპარაკების, სანამ ყველაფერი გაუარესდება”, – განაცხადა პაპმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img