სამშენებლო ობიექტების უსაფრთხოების დარღვეულ ნომებზე ექსპერტები საუბრობენ

Published:

რატომ ვერ იცავენ უსაფრთხოების ზომებს სამშენებლო ობიექტებზე – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობრენ. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დიმიტრი მჭედლიშვილი ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ, გაცილებით საგანგაშო მდგომარეობა რეგიონებშია. 

“თბილისის ტერიტორიაზე შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რეგიონებში უარესი მდგომარეობაა ამ კუთხით, თუმცა დარღევის ფაქტები მაინც არის, სამწუხაროდ. ვინაიდან ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი მაინც სამშენებლო საქმიანობაა, მიუხეავად იმისა, რომ გაუმჯობესებულია მდგომარეობა, მაინც ფიქსირდება უბედური შემთხვევები. უსაფრთხოების ბადე რჩება იმ მომენტამდე, სადამეც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის რისკი, “- ამბობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დიმიტრი მჭედლიშვილი.

ექსპერტი დავით თხელიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, მშენებარე კომპანია უსაფრთხოების საჭირო საშუალებებს იყენებს, თუმცა ამ საშუალებებს თავად მუშები უგულებელყოფენ ხოლმე.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმეობაა საჭირო.

” სამწუხაროდ, ეს დღევანელი რეალობაა. ხშირად დამსაქმებელი ცდილობს, რომ ყველაფერი მიაწოდოს, შესაბამისი აღჭურვილობა და დაცვის საშუალებები, როგორც, ვთქვათ, კოლექტიური დაცვის საშუალებები მოუწყოს, ისევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფა ხდება თვითონ დასაქმებულის მხრიდან. მეტი კამპანიაა ჩასატარებელი ინფორმაციის მიწოდების კუთხით როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის და შრომის კულტურა რომ დაინერგოს, სჭირდება შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები, – ამბობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დავით თხელიძე. 

თბილისში 26 წლის მუშა მშენებლობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თემქაზე გუშინ მოხდა. გამოძება საქმეზე 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშსაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img