საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით შემცირდა

Published:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს $ 1.6 მილიარდი შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2018-2023 წლებში.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით,
სააქციო კაპიტალის მოცულობამ $1.2 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ
მაჩვენებელს 68.3 %-ით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ $1.3 მლრდ,
რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 %-ით ნაკლებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img