საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 29 თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 496 ათასი ადამიანია.
სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, საპენსიო აქტივების მიმდინარე ღირებულება 4,6 მლრდ ლარს შეადგენს. ხოლო ამავე პერიოდში, წმინდა ამონაგებმა, 941.1 მილიონი ლარი შეადგინა.