პრემიერი მელია-გვარამიას პარტიაზე – შეიქმნა მორიგი, ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% „ნაცმოძრაობას“ დააკლდება

Published:

ალბათ, მორიგი 2%-იანი პარტია შეიქმნა, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნული გაერთიანება ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“ წაართმევს.

„რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% საბოლო ჯამში „ნაცმოძრაობას“ დააკლდება, ეს კარგია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img