მიმდინარე წელს ექსპორტი 12,2%–ით, ხოლო იმპორტი 2%–ით შემცირდა

Published:

საქსტატის ექსპრეს მონაცემების თანახმად, იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 138.2 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 2.0 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემებს საქსტატი 19 მარტს გამოაქვეყნებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img