ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების სახით თებერვალში საქართველოში $272 327 700 ჩაირიცხა, რაც $9,1 მლნ–ით აღემატება იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა – $62,2 მლნ. თუმცა, იანვართან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხვები $5,4 მლნ–ით არის შემცირებული.
რუსეთის შემდეგ პირველ ხუთეულში შედიან იტალია – $44 მლნ–ით, აშშ – $41,2 მლნ–ით, ისრაელი – $20,4 მლნ–ით და საბერძნეთი – $19 მლნ–ით.
თებერვალში საქართველოდან ფულადი გზავნილების სახით $29 მლნ გადაირიცხა. აქედან, ყველაზე მეტი – $6,2 მლნ თურქეთში, $3,7 მლნ – რუსეთში, $3,2 მლნ – აზერბაიჯანში, $2,1 მლნ – უკრაინაში.