საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების პირობები დღეიდან შეიცვალა

Published:

პენსიონერებისთვის, რომლებიც  2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით და ოვერდრაფტებით სარგებლობენ, 15 მარტიდან პირობები განახლდება. ამის შესახებ „ლიბერთის“ მიერ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

მომხმარებლებს სესხის მიმდინარე პირობები ავტომატურად დაუკორექტირდებათ, ბანკში დამატებითი ვიზიტის გარეშე. განახლებული საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება ცვლილების დღეს არსებულ TIBR6M ინდექსს + 15%-ს (არაუმეტეს 25%-ისა).

საპენსიო სესხის შემთხვევაში, სასესხო კონტრაქტის დასრულების თარიღი დარჩება უცვლელი. ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ცვლილების თარიღამდე დარიცხული საპროცენტო დავალიანება დარჩება უცვლელი, ხოლო ცვლილების დღიდან, ანუ 2024 წლის 15 მარტიდან სესხის დასრულების თარიღამდე, დაკორექტირდება დაფარვის გრაფიკი. ვადის დასრულების თარიღი დარჩება უცვლელი და ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img