რუსეთი – საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება

Published:

მოსკოვის პროკურატურამ 17 მარტს არაკოორდინირებულ აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უწყებამ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში რამდენიმე შეტყობინება აღმოაჩინა, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, კვირას საარჩევნო უბნებზე მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. პროკურატურა წერს, რომ მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და 5 წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, ამ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ისჯება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ამტკიცებს, როომ „უკანონო ქმედებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო კომისიის მუშაობის თავისუფლად განხორციელებას”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img