18 მეტრიანი, ახალი ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ. ტრანსპორტი 162 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა.
დედაქალაქს 50 ასეთი ავტობუსი უკვე ემსახურება, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა.