რუსეთში, საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის მუხლით, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

Published:

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც “ნოვაია გაზეტა ევროპა” რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით წერს, ინციდენტები საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობას, საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდებას, საღებავით ბიულეტენების დაზიანებას და სხვა შემთხვევებს უკავშირდება. გამოცემა ასევე წერს, რომ დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას ცდილობდა.

საქმეები საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლის მუხლით აღიძრა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვორონეჟში, ივანოვოსა და კოგალიმში, სოჭში, ველიკი ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img