საქართველოში საშუალო ხელფასმა 2045 ლარი შეადგინა

Published:

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5
ლარი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო
თვიური ხელფასი 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
    გაიზარდა 17.3 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0
    პროცენტით).

2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8
ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო
კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში
აღემატებოდა ქალების ხელფასს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img