ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმესთან კავშირში მყოფ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს

Published:

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმესთან კავშირში მყოფ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუმცა ჯოზეფ ბორელს კონკრეტული პირები და ორგანიზაციები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს არქტიკის ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ნავალნის მეუღლე კი ქმრის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img