ფაშინიანმა და სტოლტენბერგმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

Published:

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ნატო-ს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„საუბრისას განიხილეს სომხეთის ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები. შედგა აზრთა გაცვლა რეგიონულ პროცესებზე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი სომხეთში საქართველოდან ჩავიდა, მანამდე კი ის აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img