ISW – პუტინს სურს გამოიყენოს “არჩევნებში” “რეკორდული გამარჯვება” უკრაინაში ომის გახანგრძლივებისთვის

Published:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აპირებს გამოიყენოს არჩევნებში მოქალქეების „აქტივობა“ და „გამარჯვება“, რათა შექმნას საინფორმაციო ფონი უკრაინაში ომის გახანგრძლივებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო და არჩევნებში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა  – 77,44%.

ISW წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალამ, გააყალბა პუტინის რეკორდული მხარდაჭერა უკრაინის ოკუპრებულ რეგიონებში და აიძულა უკრაინის მოქალაქეები მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არჩევნებში პირადი შემადგებლობის 99,8%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 97,27%-მა ხმა პუტინს მისცა.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ ელოდა ასეთ მაღალ შედეგებს ოკუპირებულ უკრაინაში. მისი თქმით, ეს აჩვენებეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა „მადლიერია რუსეთის მფარველობისთვის“.

ექსპერტების აზრით, პუტინი, სავარაუდოდ, გააგრძელებს ძალისხმევას, შექმნას საინფორმაციო პირობები, რათა გაამართლოს გაჭიანურებული ომი და უკრაინის გრძელვადიანი ოკუპაცია მშვიდობიანი მოსახლეობის „დაცვის“ საფარქვეშ, რომლებსაც რეალურად მხოლოდ რუსული აგრესია ემუქრება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img