სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ძვირფასო, ვლადიმერ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.
გზავნილში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და რუსეთის ხალხის საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.