“ვეხმიანებით პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, ისინი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის საკითხს დახურულად აცხადებენ. სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა” – არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აღიარონ და ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება დაიწყოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი ვერ დაიხურება, რადაგნ ეს ქმედება ევროკავშირის წევრობაზე გახსნის ეტაპს შეაფერხებს. ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების საკითხი.