საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი ოფში ლუქსემბურს უპირისპირდება. მატჩი ამ წუთებში თბილისში, “დინამო არენაზე” მიმდინარეობს.ანგარიში 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე, 53-ე წუთზე ლუქსემბურგმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, ამ ეპიზოდს წითელი ბარათი მოჰყვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.
მატჩის 64 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა.ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ხვიჩა კვარაცხელია. ძირითადი 11 ფეხბურთელის სია ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.დრამატული წუთები “დინამო არენაზე”, წითელი ბარათი, ლუქსემბურგის გაუქმებული გოლი – საქართველოს ნაკრები ოცნების ფინალს უახლოვდება.